მომხმარებლების მიერ ფინანსურ ორგანიზაციებში წარდგენილი პრეტენზიების სტატისტიკა

ფინანსური ორგანიზაციის და/ან მისი ნებისმიერი პროდუქტის მიმართ უკმაყოფილების, დაუთანხმებლობის ან/და საჩივრის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებლებს უფლება აქვთ, წარუდგინონ ფინანსურ ორგანიზაციას პრეტენზია. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. 


ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია პრეტენზია შეისწავლოს და განიხილოს მისი მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში და შედეგები აცნობოს პრეტენზიის წარმდგენ პირს, აგრეთვე, სადაც შესაძლებელია, შესთავაზოს მას პრეტენზიის გადაწყვეტის პირობები. ამასთან, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლებისგან მიღებული პრეტენზიების აღრიცხვა, გარდა ზეპირი ფორმით დაფიქსირებული პრეტენზიებისა, და მათი მუდმივ რეჟიმში განახლება.


საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომხმარებელთა პრეტენზიების თაობაზე წარდგენილი ანგარიშგებების ატვირთვას საქართველოს ეროვნული ბანკის ელექტრონულ პორტალზე nbg.gov.ge. დღეის მდგომარეობით საიტზე განთავსებულია კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა 2011 წლის ივნისის თვიდან 2021 წლის თებერვლამდე პერიოდისათვის (იხ. https://www.nbg.gov.ge/cp/index.php?m=615) და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა 2018 წლის იანვრიდან 2021 წლის იანვრამდე პერიოდისათვის (იხ. https://www.nbg.gov.ge/cp/index.php?m=616).